ლონდონი – დუბაი – ბუენოს აირესი - თბილისი

ლონდონი – დუბაი – ბუენოს აირესი -

თბილისი

SUPER CHIC

LUXURY HOSPITALITY

Connecting

Super-chic luxury

Bespoke Experiences

ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ ვართ სუპერ-შიკარული, ლაქშერი ცხოვრების სტილის მქონე კომპანია. გთავაზობთ რამდენიმე სერვისს, რომლებიც ერთმანეთთან ინდუსტრიის ყველაზე გამორჩეულ პროფესიონალებს აკავშირებს, უნიკალური და ლაქშერი გამოცდილებით, თბილი, პროფესიონალური და დახვეწილი მიდგომით, ქალაქ თბილისში – მსოფლიოს ყველაზე ბოჰემურ ქალაქში…და სამყაროს სხვა მიმზიდველ, მასპინძლობით გამორჩეულ ქალაქებშიც. 

რით განვსხვავდებით სხვა კომპანიებისგან?

ჩვენ გვესმის, რომ ლაქშერი და დახვეწილი ცხოვრების სტილის სერვისები უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენენ მთელი მსოფლიოს მასპინძლობის ინდუსტრიაში. ეს ტენდენცია ადვილად შესამჩნევია რესტორნების, სასტუმროებისა და სპა ინდუსტრიებში, ასევე, მსგავსი გამოცდილების მიღება კერძო თუ პირად სივრცეებშიცაა ხელმისაწვდომი. ჩვენ უკვე 20 წელია მასპინძლობის ინდუსტრიაში ვმუშაობთ – ჩვენმა გამოცდილებამ, მათ შორის UHNWI Estates Management-ში მიღებულმა ფასდაუდებელმა გამოცდილებამ, ერთი მხრივ პრემიუმ-კლასის რესტორნებისა და სასტუმროების, მეორე მხრივ კი კერძო დაწესებულებების მენეჯმენტის მიმართულებით მოგვცა უნარების, ცოდნის, რესურსებისა და კავშირების ფართო სპექტრი. ეს, საქმის სიყვარულთან ერთად, გვეხმარება ჩვენი მომხმარებლების სურვილებისა თუ მიზნების უნაკლო შესრულებაში, თქვენ მიიღებთ იმას, რაც გსურთ და იმსახურებთ.

რაც არ უნდა იყოს შემდეგი დიდი ნაბიჯი თქვენს კარიერაში – თქვენი ახალი დიდი ბიზნესი ან ბრენდი, თუ უკვე არსებული ბიზნესის განვითარება, ჩვენ შეგვიძლია თქვენს სურვილებს მოვარგოთ ყველა დეტალი, რომელიც ერთობლიობაში განუმეორებელ გამოცდილებას შექმნის თქვენი მომხმარებლებისთვის. როდესაც საქმე ეხება შემოსავლების ზრდას, ბრენდის გაუმჯობესებას, სტუმრებისა და მომსახურე პერსონალის ურთიერთობის დახვეწას, კერძო თუ სააგარაკო უძრავი ქონების მართვას – სიტყვა „არა“ ჩვენთვის, უბრალოდ, არ არსებობს.

ჩვენ ვართ „ბოჰემური მასპინძლობა“, ჩვენი მიზანია დავამყაროთ უწყვეტი, უნიკალური ურთიერთობა ჩვენს კლიენტებთან და შევთავაზოთ მათ ისეთი მომსახურება, რომელიც მათ მოლოდინებს გადააჭარბებს.

მაქს ლოაიზა

გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი

რესტორატორების ოჯახში დაბადებულ მაქსს ბავშვობიდან ახლო შეხება ჰქონდა მასპინძლობის ინდუსტრიასთან. პატარაობიდან, ის დიდ დროს ატარებდა რესტორნების სამზარეულოებში, საოჯახო სადილებსა თუ  დედამისის საცხობებში, ის უყურებდა მამას, რომელიც ბებიის რეცეპტებით ამზადებდა ტრადიციულ თუ ორიგინალურ კერძებს.

მაქსმა განათლება შვეიცარიაში, Les Roches Hotel Management School-ში მიიღო. თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ნაზავმა, საერთაშორისო გამოცდილებასთან ერთად, მას კიდევ უფრო შეაყვარა მომსახურების ინდუსტრია და გაუჩინა მიზანი, შეექმნა განუმეორებელი, უნიკალური გამოცდილება თავისი სტუმრებისთვის.

წლების მანძილზე, მაქსი მსოფლიოს დიდ და პატარა ქალაქებში მუშაობდა – ლოზანადან მალდივებამდე, შანხაიში, წმ. ბარტსის და ბაჰამას კუნძულებზე, ყატარში, მექსიკაში, დუბაიში, იტალიაში, წმ. კრისტოფერის და ნევისის კუნძულებსა და საუდის არაბეთში. მას უმუშავია ისეთ საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა Intercontinental, Hilton, Anantara, Ritz Carlton, W Hotels, Nikki Beach, Four Seasons Hotels & Resorts. მისმა გამოცდილებამ კომპანია UHNWI Private Estates Management-თან მას საშუალება მისცა შეეძინა გამოცდილება კვებისა და სასმელების, ადამიანური რესურსების და სასტუმროებისა და კერძო უძრავი ქონების მართვის სფეროებში. მრავალფეროვანი გამოცდილება მაქსს უნიკალურ ხედვას უქმნის საერთაშორისო ბიზნესის კულტურაზე, დამოკიდებულებებსა და ქცევის თავისებურებებზე.

 

როგორც ინდუსტრიის ლიდერი და აღიარებული სახელი, მაქსი მასპინძლობის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელია. მისი პროფესიული კავშირების ქსელი სავსეა შთამბეჭდავი კლიენტებისა და კანდიდატების სახელებით.

მაქსი მიჩვეულია გამოწვევებს – მუშაობის 20 წლის მანძილზე ის ასრულებდა საერთაშორისო კომპანიების, ვარსკვლავებისა და პოლიტიკოსების ყველაზე რთულ დავალებებს. მისი უნარები და საყვარელი საქმისადმი დამოკიდებულება ყოველთვის კლიენტის კმაყოფილებისკენაა მიმართული.

რას ვაკეთებთ?

ადამიანური რესურსების მოძიება და გადამზადება

მასპინძლობის სფეროს პროფესიონალები: აღმასრულებელი პირების, მენეჯერებისა და მომსახურე პერსონალის პოზიციები, როგორც აღმოსავლეთ ევროპიდან, ასევე მთელი მსოფლიოდან 5*-იანი სასტუმროებში, რესტორნებში, იახტ-კლუბებსა და კერძო უძრავი ქონების მართვაში.

ჩვენი, როგორც გამოცდილი კომპანიის მთავარი ფუნქციაა: მოვიძიოთ და გადავამზადოთ კადრები, რომლებიც სრულად პასუხობენ ჩვენი კლიენტების მოთხოვნებს. ამასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ახალი პოზიცია სწორი კარიერული ნაბიჯი იყოს შერჩეული კანდიდატებისთვისაც.

კონსულტაცია, შექმნა და განვითარება

რესტორნები, ბარები, სასტუმროები, სპა და მასპინძლობის სფეროს სხვა ბიზნესები – ობიექტის გახსნამდე საჭირო სერვისები, კონცეფციის შექმნა, იმპლემენტაცია, მენეჯმენტი და გაუმჯობესება. ეს ყველაფერი მაქსიმალურად ეფექტური, პრაქტიკული და მარტივი გზებით.

სერვისის გასაუმჯობესებელი ტრეინინგების & აქტივობების განხოციელება

მასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სახის წარმომადგენლისთვის: კორპორატიული თუ დამოუკიდებელი კომპანიებისთვის ჩვენ გთავაზობთ სტუმრების მომსახურებისთვის საჭირო ტრენინგებს: საბაზისო კურსი, დამოკიდებულება, გაყიდვები და შემოსავლის წარმოქმნა, სერვისების სრულყოფა და ჩართულობის გაზრდა.

პროფესიული აუდიტი

მისტიური მომხმარებელი

შემოწმება, ანალიზი, გეგმარება, ქმედება – თქვენი კომპანიის საქმიანობისთვის პულსის შემოწმებაა და სტრატეგიის დასახვა საქმიანობის ხარისხის და კორპორატიული სტანდარტის გაუმჯობესებისთვის. აუდიტის ჩატარება ფიზიკურად ან სატელეფონო ზარების მეშვეობით.

ვაკანსიები

CV & INFO

PLEASE SEND YOUR CV TO info@bohemianhospitality.com

  • Our Recruitment Services are Free of Charge to our Candidates
  • Please spend some time updating your CV to ensure all your information is up-to-date and relevant
  • Ensure your contact information such as WhatsApp is in updated in your CV

GEORGIA

UNIQUE COUNTRYSIDE RESORT

  • Great Presentation
  • English, Georgian and Russian language required
  • At least 2 years of experience in similar roles
  • A team player with strong interpersonal skills
  • A flexible attitude
  • Business savvy

გამოქვეყნებულია: 19.03.2021

მდებარეობა: GEORGIA

DOHA

SWANKY LOUNGE IN EXCLUSIVE AREA IN DOHA, QATAR

  • Great Presentation
  • English language required
  • At least 1 year of experience in similar roles
  • A team player with strong interpersonal skills
  • A flexible attitude

გამოქვეყნებულია: 20.03.2021

მდებარეობა: QATAR

PRIVATE

The roles as private household staff member may vary from location to location, depending on the employer, their culture and customs, you will be expected to understand and adapt your working style.

Trust and flexibility are very important while your motto must be “Expect the Unexpected” and always be ready to exceed expectations on your daily work-life.

გამოქვეყნებულია: 14.03.2021

მდებარეობა: Global

დაგვიკავშირდით

მოხარული ვიქნებით მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია